Home
Link 1 Link 2 Link3 Lonk 4 Link 5

ლანდშაფტური პროექტირება

     ლანდშაფტური პროექტი არის მომავალი ბაღის საფუძველი, სადაც განსაზღვრულია როგორც მისი სტილი, ასევე ყოველი კომპოზიციური დეტალი და პრობლემების ის წრე, რომელიც შეიძლება შეგვხვდეს პროექტის რეალიზაციისას.
    
     პროექტირება შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად - 1) წინასწარი ესკიზური ვარიანტი და 2) ობიექტის გენერალური გეგმა (მასშ. 1:100; 1:200 ან 1:500)
     წინასწარი ესკიზური ვარიანტი შეიძლება იყოს რამოდენიმე (1-3) სადაც შერჩეული იქნება სტილი, მოცემული იქნება ბაღის სიტუაციური გეგმა, ფუნქციონალური ზონები და მაქსიმალურად მკვეთრად იქნება ნაჩვენები მომავალი ბაღის დეტალები. წინასწარი ესკიზური ვარიანტიდან დამკვეთთან ერთად შეირჩევა ყველაზე მისაღები, მოხდება მისი კორექტირება, იმ პრობლემების დაკონკრეტება და მათი გადაჭრის გზების ჩვენება, რომელთაც გვერდს ვერ ავუვლით. ამ ეტაპზე შესაძლებელია როგორც შესწორებების შეტანა, ასევე ბაღის მთლიანი კონცეფციის შეცვლა. აქვე მოცემული იქნება პროექტის საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა.
     ესკიზური ვარიანტის საფუძველზე დგება ობიექტის გენგეგმა, რომელსაც თან ერთვის დენდროგეგმა (დენდროლოგიური პროქტი, ხეებისა და ბუჩქების განლაგება) პლანირებითი გეგმა (ბილიკები, მოედნები, საყრდენი კედლები, ყვავილნარები, წყლიანი კომპოზიციები და სხვა) , ხარჯთაღრიცხვა და განმარტებითი ბარათი.. შემკვეთის სურვილისამებრ შეიძლება პროექტის კომპიუტერული სამგანზომილებიანი ვერსიის, სანიაღვრე, სარწყავი და განათების სისტემების სქემის, მცირე არქიტექტურული ფორმების ინდივიდუალური პროექტის წარმოდგენა. პროექტის განხორციელებისას ტარდება საავტორო ზედამხედველობა.
    კარგად შემუშავებული პროექტი არა მარტო პასუხობს შემკვეთის გემოვნებას და მოთხოვნებს, არამედ ითვალისწინებს და ხაზს უსვამს თვითონ ობიექტის უნიკალურობას. პროექტირების სტადიაზე ზედმიწევნით დეტალური მუშაობა საშუალებას გვაძლევს შევქმნათ ბაღი, რომელიც თქვენი სიამაყე იქნება და ყოველთვის დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ.

 

 

სამუშაოთა ნუსხა
 
 
 
 
 
 
 
2008 Ecopark Inc. All rights reserved