Home
Link 1 Link 2 Link3 Lonk 4 Link 5

ბაღების მოვლა

     მებაღე კლასიკური გაგებით არის სპეციალისტი, რომელიც ფლობს ბაღის მოვლის მავალწლიან ტრადიციებს და ამ სფეროში ენციკლოპედიური ცოდნით და მძიმე ფიზიკური შრომით ქმნის სამოთხისმაგვარ წალკოტს. სწორედ მებაღეების დამსახურებაა ის საბაღე-საპარკო კომპლექსები , რომლებითაც ასე ამაყობენ მრავალ ქვეყანაში.
     ჩვენი კომპანიის მებაღეები შეიძლება მოგემსახურონ ერთჯერადად, ეპიზოდურად, სეზონურად და რეგულარულად. საჭიროების შემთხვევაში ისინი გაგიწევენ კონსულტაციებს და მოგცემენ სპეციალურ მითითებებს ბაღის მოვლისთვის და მისი პეწის შენარჩუნებისთვის.
     ერთჯერადი და ეპიზოდური მომსახურება არის, როცა თქვენი ბაღი საჭიროებს გენერალურ დალაგებას და მოწესრიგებას, და ეს შეიძლება იყოს წლის ნებისმიერ დროს.
     სეზონური მომსახურება ტარდება ადრე გაზაფხულზე, როცა ტარდება გასხვლები, ხმელი ტოტების მოცილება, გაზონის დასუფთავება, ხე-ბუჩქების შესწორება, მერქნის გაწმენდა, შეწამლვა და სხვა; ასევე გვიან შემოდგომაზე - ბაღის მომზადება ზამთრისთვის, მცენარეთა დარგვა-გადარგვა, გამხმარი ფოთლებისაგან გაწმენდა და სხვა.
     რეგულარული მომსახურებისას ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, რომ თქვენი ბაღი იქნება მუდამ ლამაზი, კოხტა, მყუდრო, განსაკუთრებული და განსაცვიფრებელი, მუდამ განახლებადი და ბრწყინვალე.
     და ბოლოს- მცენარეები, როგორც ყველა ცოცხალი ორგანიზმი გრძნობენ მათდამი დამოკიდებულებას. ამიტომ რაც უფრო კარგად მოუვლით, მოეფერებით, გაუღიმებთ მათ, ისინი მით უფრო მეტ სიამოვნებას მოგანიჭებენ.


 

 

სამუშაოთა ნუსხა
 
 
 
 
 
2008 Ecopark Inc. All rights reserved